პაწაწინა საწარმო ჩირიგე მდებარეობს სოფელ თორსაში, რომელიც აწარმოებს ჩირს სოფლის ბაღებში დაკრეფილი ხილისგან. სოფელმა ხომ სხვანაირი სითბო და სიყვარული იცის.. სოფლის ბაღებში დაკრეფილი ხილი კი გემრიელია და ბავშვობის დროინდელ მოგონებებს უკავშირდება.
ჩირიგე ქმნის მომავლის სოფელს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობებით, რომელიც მხარს უჭერს და აღიარებს ფუნდამენტალურ ღირებულებებს, როგორებიცაა თანასწორობა, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობის, გარემოსდაცვითი განათლება და სხვა, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ ჩირიგეში დასაქმებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სამი ქალი. ჩირიგეს სოციალური მისიაა შემოსული თანხები გაიხარჯოს ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებისკენ, სოფელში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
ჩირიგეში სტუმრობისას ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ ნატურალური ჩირის ასორტი, მონაწილეობა მიიღონ ხილის დაჩირების პროცესში, იზრუნონ ჩირის შეფუთვაზე და თავადვე გახდნენ სოციალური აქციის მონაწილეები.