საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლი“ . თინათი დიდიშვილი

საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლი“ არის სივრცე განკუთვილი დასვენებისა და განთავსებისთვის. სასტუმროში შექმნილი კომფორტული და მშვიდი გარემო მისაღებია სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორებისთვის, ბავშვიანი ოჯახებისთვის, ხანდაზმული პირებისთვის თუ საქმიანი ვიზიტით მოსული სტუმრებისთვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გარემო ასევე არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სასტუმრო არის ტექნიკით აღჭურვილი, ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემოს შესაქმნელად. ბიზნეს საქმიანობისთვის არის გამოყოფილი სივრცე შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის. სასტუმროს გააჩნია 7 ორადგილიანი ნომერი, სველი წერტილებით და აივნებით. სტუმრებისთვის ცალკე მოწყობილია ბუხრის ოთახი. პირველ და მე-2 სართულზე არის ვერანდები. ეზოში არის ბარბიქიუს კუთხე. ბაღში განთავსებულია მოსასვენელები სივრცეები ჰამაკებითა და ეზოს ავეჯით.

საოჯახო სასტუმრო „მწვანე სახლი“ სთავაზობს ვიზიტორებს კვებით მომსახურებასაც, აქ შეგიძლიათ ადგილობრივი ფერმერების მიერ მოწოდებული, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული მეგრული კერძები დააგემოვნოთ  და გაიაროთ გასტრონომიული მასტერკლასები.
ზუგდიდი. რუსთაველის #64
https://www.facebook.com/profile.php?id=100063624247633

 

 greenhouse 1greenhouse 2greenhouse 3greenhouse 4

consortium logo